პრეზიდენტისთვის ხელის შეშლა ანტიკონსტიტუციური ქმედებაა - სამადაშვილი

31.08.23 15:01
პრეზიდენტისთვის ხელის შეშლა ანტიკონსტიტუციური ქმედებაა - სამადაშვილი

"ყველანაირი მცდელობა, პრეზიდენტს ხელი შეეშალოს ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება," - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პრემიერის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის ევროპული ტურნეს დაბლოკვას.

სალომე სამადაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც სწორედ გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობების აქტიურობაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს, საქართველოს მთავრობა არ უნდა ზღუდავდეს სალომე ზურაბიშვილის აქტიურობას.

"ლელოს" დეპუტატი სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში.

ჩვენი კანდიდატის სტატუსის ბედი არის დამოკიდებული იმაზე, გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები გადაწყვეტენ თუ არა, რომ აიღონ ტელეფონი, დაუკავშირდნენ ევროკომისიის ხელმძღვანელობას და უთხრან, რომ დიახ, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ არ შეასრულა არცერთი მოთხოვნა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ამ ხელისუფლებისა, ქართველი ხალხი არ უნდა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე და ამიტომ, მოვძებნოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება - მარტო ამ შემთხვევაში ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. სალომე ზურაბიშვილი, ჩემი აზრით, დღეს არის წასული სწორედ ამ მისიით, რომ მიიღოს დაპირება ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების. ამისთვის ხელის შეშლა არის ანტიკონსტიტუციური საქციელი ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.