პრეზიდენტის რიტორიკით რუსული ოცნება და მედვედევიც უკმაყოფილოები არიან - ირაკლი ფავლენიშვილი

31.08.23 15:06
პრეზიდენტის რიტორიკით რუსული ოცნება და მედვედევიც უკმაყოფილოები არიან - ირაკლი ფავლენიშვილი

რას აჩვენებს პრეზიდენტის ვიზიტის დაბლოკვა მთავრობის მხრიდან - "ნაციონალური მოძრაობისთვის" ცხადია, რომ მმართველი პარტია რუსული დირექტივების შემსრულებელია და მათ ინტერესში კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე აქტიურობა არ შედის.

ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი სტატუსის მიღებას საბოტაჟს უწყობს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეს, ფავლენიშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტთან მის პარტიას ბევრი პრეტენზია აქვს, მისი საგარეო კურსი ქმედებები რუსეთის განზრახვასთან წინააღმდეგობაში მოდის. 

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსული ოცნება აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ მოახდინოს საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბევრი საქციელი და რიტორიკაც შეიძლება მიუღებელი იყოს ჩვენთვის, მათ შორის ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილს არ იწყალებს და არ იყენებს მთავარ ინსტრუმენტს, რაც მას გაააჩნია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, ფაქტია, რომ მისი რიტორიკით მაინც ამ ბოლო დროს რუსული ოცნება და მედვედევიც და საქართველოს სხვა მტრებიც არიან უკმაყოფილოები,“ - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.