საგარეო: სალომე ზურაბიშვილის ახლანდელი ვიზიტების საორგანიზაციო საკითხებში ჩართულები არ ვართ

31.08.23 15:50
საგარეო: სალომე ზურაბიშვილის ახლანდელი ვიზიტების საორგანიზაციო საკითხებში ჩართულები არ ვართ

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახლანდელი ვიზიტების საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ საკითხებში საელჩოები არ არიან ჩართული - ინფორმაცია "პირველებს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში მიზეზად მოჰყავთ ფაქტი, რომ "ვიზიტები მთავრობასთან კოორდინაციით არ ხორციელდება". 

„გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ვიზიტები არ ხორციელდება მთავრობასთან კოორდინაციით, საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ არ არიან ჩართული ვიზიტების საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ საკითხებში“,- უთხრეს პირველებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

როგორც წესი, პრეზიდენტის ვიზიტების დაგეგმვაში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად საელჩოებიც მონაწილეობენ - შეხვედრებს კი საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებიან, რაც გერმანიაში ვიზიტის დროს არ მომხდარა. პროცედურულად საქართველოს საელჩოს უნდა ჰქონდეს კონტაქტი იმ ქვეყნის მთავრობებთან, სადაც პრეზიდენტი ჩადის. ამ შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები იმ ქვეყნის პირველი პირების მიწვევით ხორციელდება და პარტნიორი ქვეყნის მთავრობებს პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ არა საელჩოებთან, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.