თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება - მამუკა ხაზარაძე

31.08.23 16:21
თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება - მამუკა ხაზარაძე

"ლელო საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის ვიზიტების დაბლოკვას ეხმიანება და წერს, რომ "თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება "ქართული ოცნების" სახით". 

ხაზარაძის თქმით, პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი შეიძლება ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს: 

"საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს (აშინებდეს). 
თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება "ქართული ოცნების" სახით, რომელიც კონსტიტუციით დადგენილ პროდასავლურ არჩევანს უკეთებს საბოტაჟს! 
ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, ევროპა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალია!"-  წერს მამუკა ხაზარაძე.

მთავრობის უარის მიუხედავად ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრა.