რატომ გადაიდო გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი - ინტერვიუ საქმის პროკურორთან
ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - რატომ გადაიდო თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის სასამართლო პროცესი? შოთაძის უწყებაში, ამტკიცებენ რომ ამ დრომდე ივანიშვილის ქონებების ყოფილი მმართველის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას და დოკუმენტების უცხოეთიდან გადმოგზავნას ელოდებიან.
"პირველებმა" კითხვები რეზონანსული საქმის მთავარ პროკურპრს დაუსვა. მიხეილ სადრაძე იმ მიზეზებზე საბრობს რის გამოც სასამართლოში პროცესის 24 ოქტომბრამდე გადადების შუამდგომლობა დააყენეს.
საქმეზე მიმდინარეობს თემატური რევიზია, შემოწმება, ასევე კომპიუტერული ექსპერტიზა, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შესაბამისი დასკვნები არ არის მიღებული. ასევე, საზღვარგარეთ გარკვეული ინფორმაციის გამოთხოვის და მოპოვების მიზნით, რამდენიმე ქვეყნის იურისდიქციაში, ასევე კრიპტოპლატფორმებზე და კრიპტობირჟებზე გაგზავნილია ეს სამართლებრივი დახმარების და აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობები, შესაბამისად, შესაბამისი მასალების მიღება და გადმოგზავნა საქართველოში არ მომხდარა, ეს დროსთან არის დაკავშირებული, ობიექტურ მიზეზიდან გამომდინარე ბუნებრივია და აქედან გამომდინარეც მოხდა, ასე ვთქვათ ამ მიზეზით ამ ვადის გაგრძელება ამავდროულად, პარალელურად, გარკვეული დოკუმენტებისა თუ ინფორმაციის მოპოვების მიზნით სასამართლოს მიერ გაცემულია განჩინებები და ამ განჩინებებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები იქიდან გამომდინარე ეს არის, ის ძირითადი საფუძვლები, რის გამოც მოხდა ამ ვადის გაგრძელება", - ამბობს მიხეილ სადრაძე.