რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე?
რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე? - საკითხზე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ადვოკატი არ საუბრობს.
თემურ წიქვაძე "პირველებს" ვრცელ ინტერვიუზე არ დათანხმდა და თქვა მხოლოდ ის, რომ რეზონანსულ საქმეში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.
"პირველები" დაინტერესდა, რა ინფორმაცია აქვს ადვოკატს, რატომ გამოეყო "მტკვარი ჰესის" საქმე, თუმცა უფლებადამცველმა ამ საკითხზეც მოკლე კომენტარი გააკეთა:
ჩვენი აზრით, მტკიცებულებები საკმარისზე მეტი არის ამ საქმეში, თქვან ჩვენ განცხადებას ალბათ და კიდევ რაღაც დამატებითი კომენტარების და განცხადებების გაკეთებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავ.
ჩვენი პოზიცია გითხარით, რომ საკმარისზე მეტი მტკიცებულებები საქმეში, მეტს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით სამწუხაროდ, თუ იქნება მერე საჭიროებას დავინახავთ, რომ დამატებით გავაკეთოთ გავაკეთებთ და რა თქმა უნდა თქვენც და საზოგადოებაც გაიგებს", - ამბობს თემურ წიქვაძე.