იქნება თუ არა 2030 წელი ევროკავშირის გაფართოების თარიღი - მიშელის განცხადებას ევროკომისია ემიჯნება
ევროკომისია შარლ მიშელს არ ეთანხმება. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებებმა გააბრაზა. მიშელმა ალიანსის გაფართოების თარიღად 2030 წელი დაასახელა. "ეს არ ყოფილა ჩვენთან შეთანხმებული" - ასე პასუხობენ მიშელს ლაიენის ადმინისტრაციიდან.
ჩვენ თარიღზე არ ვართ ორიენტირებული, არამედ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა მოემზადონ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ მათ ვეხმარებით რეფორმების განხორციელებაში. არსებობს სავალდებულო მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია შესრულდეს, სანამ ევროკავშირში გაწევრიანდებიან - ეს არის ჩვენი პასუხი თარიღებთან დაკავშირებით. მიშელს გაფართოების შესახებ განცხადებამდე ეს საკითხი არ განუხილავს ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან,“ - ამბობს ევროკომისიის პრესსპიკერი, დანა სპინატი.
ევროკავშირის ორ მაღალჩინოსანს შორის არსებულ უთანხმოებაზე გავლენიანი გამოცემა "პოლიტიკო" წერს. თუ შარლ მიშელი ევროსტრუქტურაში გაწევრიანების მსურველებს შვიდწლიანი გზის გავლას სთავაზობს, ევროკომისიაში ამბობენ, რომ გაფართოვება მაშინ მოხდება, როგორც კი ამის მსურველი სახელმწიფოების მხრიდან მზად ყოფნა იქნება.