25 მილიონი მხოლოდ ჯარიმებში - უცხოური ბანკებიდან აღებული კრედიტებით ქვეყანაში პროექტები ვერ ხორციელდება
25 მილიონი მხოლოდ ჯარიმებში - უცხოური ბანკებიდან აღებული კრედიტებით ქვეყანაში პროექტები ვერ ხორციელდება. საგანგაშო კვლევა "ფლანგვის დეტექტორმა" გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, მხოლოდ იმის გამო, რომ მთავრობამ ვერ შეძლო აღებული სესხებით ინფრასტრუქტურული პროექტები განეხორციელებინა, საქართველოს ვალზე ვალი დაემატა და ჯარიმის გადახდაც მოუწია. მაგალითად, ნასესხები ფულით, უნდა აშენებულიყო, სამტრედია-გრიგოლეთის გზა, უნდა განხორციელებულიყო თბილისის ავტობუსების პროექტიც, თუმცა არ განხორციელდა.
სად მიდიის ნასესხები ფული? - "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი, სალომე კვირიკაშვილი ამბობს, რომ ვალების აღება საზიანოა ქვეყნისთვის, ვალებით უნდა განხორციელებულიყო საერთაშორისო პროექტები, თუმცა წლების განმავლობაში ამ პროექტებს ქვეყანა ვერ ასრულებს.
მთავარ გამოწვევად წლების განმავლობაში და მათ შორის აუდიტის ანგარიშიც ხშირად აღნიშნავს, რჩება ვალით დაფინანსებული საერთო მნიშვნელობის, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების შეუსრულებლობა რის გამოც, არათუ იმაზე მეტი თანხის გადახდა გვიწევს ვიდრე უნდა გადაგვეხადა, არამედ ასევე არის საზიანო ქვეყნისთვისაც, რადგან მთავარი მიზანი, რის გამოც ვალი ავიღეთ იყო გარკვეული მისიების, ამოცანების შესრულება, მაგალითად ეს იყო საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა ან სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები და ა.შ. თუმცა წლების განმავლობაში ამ პროექტებს ვერ ვასრულებთ", - ამბობს "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი, სალომე კვირიკაშვილი.
ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილის თქმით, იმის მაგივრად, რომ ქვეყანამ ხარჯები შეამციროს ვალებს იღებენ, რაც გამოსავალი არ არის.
ადმინისტრირების, პროექტების და პროგრამების განხორციელების პრობლემაა. იმის მაგივრად, რომ ხარჯები შეამცირონ და თვითონ ბიუჯეტში ნახონ რესურსი იმისთვის, რომ პროექტები განახორციელონ მიახტებიან ხოლმე ვალის აღებას, რაც თითქოს მარტივი გამოსავალია, მაგრამ ცოტა უპასუხისმგებლო გამოსავალია იმიტომ, რომ მერი ამ ვალის ხარჯებს და თვითონ ამ ვალსაც ჩვენ ვიხდით ყველანი და, ფაქტობრივად, მომავალ თაობებს გადავცემთ", - ამბობს ეკონომისტი, ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი.