უკეთესი იქნებოდა, ევროკავშირს ჰქონდეს უფრო მკაფიო, დროში გაწერილი გაწევრიანების გეგმა კონკრეტული ქვეყნებისთვის - კობახიძე

31.08.23 17:03
უკეთესი იქნებოდა, ევროკავშირს ჰქონდეს უფრო მკაფიო, დროში გაწერილი გაწევრიანების გეგმა კონკრეტული ქვეყნებისთვის - კობახიძე

"უკეთესი იქნებოდა, რომ ევროკავშირს ჰქონდეს უფრო მკაფიო, დროში გაწერილი გეგმა კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანების კუთხით,“ - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძე შარლ მიშელის საპასუხოდ ევროკომისიის განცხადებას ეხმაურება, სადაც ამბობენ, რომ ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წლის დასახელება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

შარლ მიშელმა დაასახელა კონკრეტული წელი 2030 წელი გაწევრიანების თვალსაზრისით, რაც იძლეოდა ოპტიმიზმის საფუძველს, სულ მცირე, ბალკანეთის ქვეყნებისთვის. როდესაც დასახელდა 2030 წელი - ალბათ, ეს იყო მაკედონიისთვის, სერბეთისთვის, მონტენეგროსთვის იმედისმომცემი განცხადება, თუმცა მოგვიანებით ევროკომისიამ ესეც უარყო და აღნიშნა, რომ 2030 წელზე საუბარიც არის არასწორი. როდესაც ქვეყანა 18 წელი ელოდება გაწევრიანებას და ეუბნები, რომ 7 წლისთავზეც კი შეიძლება არ მოგენიჭოს წევრის სტატუსი, ეს, რა თქმა უნდა, პესიმიზმის საფუძველს იძლევა, რაც ძალიან ცუდია. უკეთესი იქნებოდა, რომ ევროკავშირს ჰქონდეს უფრო მკაფიო, დროში გაწერილი გეგმა კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანების კუთხით,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.