კამპანია სააკაშვილის სახელით - სოფო ჯაფარიძე მოსახლეობას თელავში შეხვდა

31.08.23 17:31
კამპანია სააკაშვილის სახელით - სოფო ჯაფარიძე მოსახლეობას თელავში შეხვდა

 

 

კამპანია სააკაშვილის სახელით კახეთშია. სოფო ჯაფარიძე მოსახლეობას თელავში შეხვდა. მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელი ადგილობრივებისგან პატიმარი პრეზიდენტისთვის გზავნილებს აგროვებს. 

მიხეილ სააკაშვილის სახელით ჩვენ ვისმენთ მოქალაქეების აზრს, პრობლემებს და ყველა თითოეული მათი გზავნილი შედის მიხეილ სააკაშვილთან. მაშინ, როდესაც არავის სჯეროდა, რომ შეიძლებოდა ასე განვითარებულიყო კახეთში ტურიზმი, მიხეილ სააკაშვილს სჯეროდა და ყველაფერი გააკეთა, იმისათვის, რომ მიგვეღო ის რაც დღეს ხდება, მსოფლიომ გაიცნო კახეთი", - ამბობს ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარის მოადგილე, სოფო ჯაფარიძე.