ნაციონალურ მოძრაობას ადიგენის საკრებულოს წევრიც ტოვებს

31.08.23 17:54
ნაციონალურ მოძრაობას ადიგენის საკრებულოს წევრიც ტოვებს

ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთმა წევრმა დატოვა.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტიის რიგებს ადიგენის საკრებულოს წევრი ზაზა დემეტრაძე ტოვებს. ეს უკვე ერთ დღეში მეორე შემახვევა. ყველა წასული, ლევან ხაბეიშვილისკენ იშვერს ხელს.. ხაბეიშვილი კი პოლიტიკურ ბრალდებებს  დუმილით ხვდება.  

დაპირისპირება და ახალი აჯანყებაა პარტიაში  დღეს კახეთიდან დაიწყო..იმედა კევლიშვილმა, რომელიც ნაც მოძრაობის რიგებიდან 20 წელია იბრძვის და დღემდე თელავის საკრებულოს წევრია, პარტია დატოვა. ხაბეიშვილის მისამართით  კრიტიკა ისმის ახმეტიდანაც.