პრეზიდენტი უხეშად, უდავოდ და მიზანმიმართულად არღვევს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას! - მდინარაძე
"სწორია სტატუსი რომ არ მოგვცესო - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი! მას თავგამოდებით იცავენ ომის პარტიის ქართველი წარმომადგენლები", - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მამუკა მდინარაძეც თავის განცხადებაში აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის გზავნილს იმეორებს და საქართველოს წინსვლას არ აღნიშნავს. ამასთან, მდინარაძე სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.
სწორია სტატუსი რომ არ მოგვცესო - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი!
მას თავგამოდებით იცავენ ომის პარტიის ქართველი წარმომადგენლები, მათი ტელემედიები და სვამენ კითხვას, მთავრობამ რატომ არ მისცა თანხმობა პრეზიდენტს, კანდიდატის სტატუსზე, თავისი პოზიცია ახლა უკვე ევროპაში, საქართველოს სახელით გაეხმოვანებინა!
მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, ყველა მნიშვნელოვან სფეროში, საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, პრეზიდენტი ცდილობს გაამართლოს მისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება!
ის იმ პოლიტიკოსების რიტორიკას იმეორებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ და ქართველი ხალხის არჩევანის პრორუსულად მოსანათლად!
ამ ყველაფერთან ერთად, პრეზიდენტი უხეშად, უდავოდ და მიზანმიმართულად არღვევს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას!
ამ და სხვა წინაღობების, ანტიქართული და ფსევდოდასავლური მავნებლობების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრობისკენ სვლას!“ - წერს მამუკა მდინარაძე.