ბაჩიაშვილის საქმე - დაიხია თუ არა ოლიგარქმა უკან?
რა ხდება გიორგი ბაჩიაშვილის საქმეში - ჩნდება განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთ დროს მისი ყველაზე სანდო პირის მიმართ უკან დაიხია. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის სასამართლო პროცესი 24 ოქტომბრისთვის გადაიდო. პროკურატურამ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოგროვება ვერ მოასწრო. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნებს და დოკუმენტებს ელოდებიან უცხოეთიდან.
ბიძინა ივანიშვილი მის ყოფილ მარჯვენა ხელს ბიტკოინებში დაბანდებულ 40 მილიონს და "მტკვარი ჰესის" მშენებლობაზე თანხების გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა როგორც ჩანს ახლა ვითარება შეიცვალა. ბაჩიაშვილის საქმეს მტკვარი-ჰესის ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოეყო. სავარაუდოდ, ამ საქმეში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ იპოვეს.