უკმაყოფილების ახალი ტალღა ენმ-ში - პარტიის თავმჯდომარე თანაპარტიელების ბრალდებებს არ პასუხობს

31.08.23 20:13
უკმაყოფილების ახალი ტალღა ენმ-ში - პარტიის თავმჯდომარე თანაპარტიელების ბრალდებებს არ პასუხობს

ლევან ხაბეიშვილის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს ბრალდებების ადრესატი არ პასუხობს. "ნაციონალურ მოძრაობაში" უკმაყოფილების ახალმა ტალღამ იფეთქა. პარტია დატოვა თელავის საკრებულოს წევრმა 20-წლიანი პარტიული გამოცდილებით. იმედა კევლიშვილი ამბობს, რომ მას მელიას მხარდაჭერა არ აპატიეს და მთლიანად გათიშეს პარტიული საქმიანობიდან. 

ხელმძღვანელობის  კრიტიკა ისმის ახმეტიდანაც. კახეთს კი მალევე მოყვა ადიგენი. ერთადერთი, ვინც ამ პრეტენზიებს გამოეხმაურა რეგიონული მდივანი იყო. გიორგი ბოტკოველი არ გამორიცხავს, რომ პარტიიდან წასვლების ახალი კვირეული მზადდება.