დატბორილი სახლები და ტალახით სავსე ქუჩები - მუხიანში მოსახლეობა გამგეობისგან დახმარებას უშედეგოდ ელის
დატბორილი სახლები და ტალახით სავსე ქუჩები - მუხიანში აგარაკების დასახლება ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება რაიმე სახის დახმარებას გამგეობისგან. ჩინოვნიკები მივიდნენ, დაათვალიერეს და წავიდნენ. კითხვაზე კი, როდის მოაწესრიგებენ დასახლებას, ასეთი პასუხი მიიღეს - აიღეთ ცოცხი და თავად დაასუფთავეთ.
ყოველი წვიმა მუხიანელებისთვის ჯოჯოხეთია. დღესაც ათამდე სახლი წყალშია. მუხიანისგან განსხვავებით წყლისგან გაწმენდილია გლდანში დატბორილი მაღაზიები, თუმცა ვინ აუნაზღაურებს მოვაჭრეებს მიყენებულ ზარალს უცნობია. მაღაზიების მფლობელების პრობლემებით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.