ჩავარდნილი ინფრასტრუქტურული პროექტები - სად მიდის მთავრობის მიერ აღებული საგარეო ვალი
სად მიდის მთავრობის მიერ აღებული ვალები. ფულს სესხულობენ, თუმცა ვერ ხარჯავენ. ამის გამო კი ქვეყანას ჯარიმები ეკისრება. 25 მილიონი მხოლოდ ჯარიმებშია გადახდილი და, რა თქმა უნდა, ეს ხალხის ფულით. მაგალითისთვის, 2018 წელს წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მხოლოდ 70 პროცენტი შესრულდა. 2022 წელს კიდევ უფრო ნაკლები - 60 პროცენტი.
ნასესხები ფულით უნდა აშენებულიყო სამტრედია-გრიგოლეთის გზა, უნდა განხორციელებულიყო თბილისის ავტობუსების პროექტი. გამოდის, რომ მთავრობა ჯერ ფულს სესხულობს და მერე ადგენს გეგმას, როგორ უნდა დახარჯოს ეს ფული.