ევროკომისია მიშელის განცხადებას არ ეთანხმება - როგორ აღიქვეს ბრიუსელში მიმდინარე პროცესები თბილისში
ევროკომისია შარლ მიშელის მიერ დაანონსებულ თარიღებს არ ეთანხმება. ევროკავშირის ორი აღმასრულებელი სტრუქტურა და ორი განსხვავებული პოზიცია. მიშელის მიერ გამოცხადებული ევროკავშირის გაფართოება 2030 წელს ევროკომისიის პრეზიდენტთან შეთანხმებული არ ყოფილა, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენის საპასუხო რეაქცია მოყვა.
ბრიუსელში არსებული უთანხმოების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კი საკმარისი აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის", რომ ეჭვი შეეტანათ ევროგაერთიანების გაფართოების პერსპექტივაში. "ოცნება" ბრიუსელისგან კონკრეტული გეგმის დასახელებას ითხოვს.