ნაცმოძრაობას ხიხოები მართავენ - ენმ-ში დაპირისპირება პიკზეა
სააკაშვილის პარტიაში დაპირისპირება პიკზეა. ენმ-ს წევრმა დავით კირკიტაძემ თანაგუნდელებს, რომლებიც პარტიაშია წლებია ირიცხებიან და განსხვავებული აზრი აქვთ, სუსის აგენტებად მონათლა.
პარტიიდან ახლადწასული იმედა კევლიშვილი ამბობს, რომ პარტიას ახლა მერაბიშვილის ხელის ბიჭები, გაუნათლებელი ხიხოები მართავენ. მისი თქმით, საჭიროა, პარტიის მენეჯმენტმა თანაგუნდელებთან დიალოგი გამართოს, თუმცა ამას არ აკეთებს.
მე ვანო მერაბიშვილის ხელის ბიჭებისგან მე ასეთ იმას ვერ მივიღებ. მარაზმში არიან გადავარდნილები თავიდან ბოლომდე. "ნაციონალურ მოძრაობას" მართავენ გაუნათლებელი ხიხოები, უწიგნური ხალხი, რომლებსაც არც ლოგიკა გააჩნია, არც უნარი გააჩნია პარტიის მართვისა. საჭიროა, რომ ადამიანებთან ჰქონდეთ მათ დიალოგი, მაგრამ როგორც ჩანს, მათ არ გააჩნიათ ეს დიალოგის უნარი, მოასხდნენ სკამებს ანუ აისრულეს ბავშვობის ოცნება, პარტია ჩაიგდეს ხელში და აკონტროლებენ პარტიას. მათ ჰგონიათ, რომ ისინი არიან ღმერთები, მიუწვდომლები და დანარჩენს არცერთ პარტიის წვერს არ აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატო, - ამბობს იმედა კევლიშვილი.