სკანდალი: დავით კირკიტაძეს ენმ-ს წევრები მოუწოდებენ, საჯაროდ თქვას, ვინ არის სუსის აგენტი

01.09.23 12:02
სკანდალი: დავით კირკიტაძეს ენმ-ს წევრები მოუწოდებენ, საჯაროდ თქვას, ვინ არის სუსის აგენტი

"ნაციონალური მოძრაობის" ძველი წევრები დავით კირკიტაძეს მოუწოდებენ, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას, ვინ არის სუსის აგენტი. კირკიტაძე შარში ერთი ფეისბუქპოსტისთ გაეხვა, რომელშიც თანაპარტიელებს, რომლებიც მის აზრს არ იზიარებენ, სუსის აგენტები უწოდა. 

ენმ-ს ყოფილი წევრი ნინო უშიკიშვილი ამბობს, რომ იმ დროს, როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თავის გადარჩენის ხერხებზე ფიქრობდა, ენმ-ს მოქმედი მენჯემენტი გამდიდრა. ოპოზიცონერი პოლიტიკოსი სვამს კიტხვას, ეს როგორ მოხდა.

ენას ძვალია არ აქვს როგორც ჩანს და ყველაფერ კადრულობენ ეს ადამიანები, რომ თავიანთი უღირსი საქციელი გაამართლონ, შეიძლება აგენტებიც გვიწოდონ, მიგზავნილებიც, მოგზავნილებიც ყველაფერი. ყველა არჩევნებზე ჩვენს ხმებს ახურდავებენ ვალუტაში. მე, რაც ხელისუფლება შეიცვალა და უმუშევარი რაც დავრჩი მომიწია ძალიან ბევრი რამის გაყიდვა, ნაკვეთებისაც, სახლიდან ბევრი რამ გავიტანე, რომ თავი გადამერჩინა, იმიტომ, რომ სხვა შემოსავალი არ მქონდა, ეს ადამიანები უბრალოდ გამდიდრდნენ ქონება შეიძინეს, საიდან? როგორ? კარგი ჩვენ აგენტები ვართ და ეგენი მდიდრდებიან, რანაირად? ყველაფერს ნუ იკადრებენ არ შეიძლება. ადამიანებს, რომ დაუგროვდებათ წყენა ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რომ უკვე დროა, რომ აღარ გაჩუმდე და ხმა ამოიღო, არ ნიშნავს იმას, რომ აგენტი ხარ,  - ამბობს ნინო უშიკიშვილი.

კირკიტაძეს განნმარტებებს ენმ-დან წასული კიდევ ერთი წევრი სთხოვს. 

ბატონო დავით, იქნებ განგვიმარტოთ როდის ვიყავით სუსის აგენტები, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. არჩევნებამდე მაშინ, როცა ვიბრძოდით თქვენთან ერთად, თუ არჩევნების შემდეგ გავხდით სუსის აგენტები, როდესაც ჩვენი არჩევანი ღიად დავაფიქსირეთ, - ამბობს კირკიტაძის ყოფილი თანაგუნდელი.