პოლიტიკურ კარიერს ძალიან ცუდად დაამთავრებენ - ბაჩო დოლიძე ენმ-ს მენეჯმენტზე
დაპირისპირება ენმ-ში - ახალ მენეჯმენტზე განაწყენებულები არიან გურჯაანშიც. ბაჩო დოლიძის თქმით, საოლქო კომისიის წევრები ახალმა მენეჯმენტმა თანამდებობიდან ისე გაათავისუფლა, რომ არც კი გაუფრთხილებულია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ თანაგუნდელების მიმართ მსგავსი დამოკიდებულების გამო ახალ მენეჯმენტი ცუდად დაამთავრებს.
მე დღეს დილიდან არ დაგიმალავთ, ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება, სწორედ კახეთს რეგიონიდან, რომლებიც ზოგი საოლქო კომისიიდან ამოიღეს, ზოგი სხვა პოზიციებიდან, ისე ჩაანაცვლეს ეს ადამიანები ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, ეს არაფერს კარგს არ მოასწავებს. მე დღეს მქონდა საუბარი არაერთთ აღელვებულ ადამიანთან, რომელიც ჰყვება თავის ისტორიას, რომ 2003 ლიდა როგორ დგას პარტიის გვერდით, როგორ ყოველი არჩევნების წინ ზონდერ ჯგუფებს ებრძვიან "ქართული ოცნების" მხრიდან და დღეს, უცბად, აბსოლუტურად გარიყულები არიან და იგნორირებულები მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაცა შეიძლება არ ჰქონდეთ, ის საერთო აზრი, რაც დღევანდელ მენეჯმენტს აქვს. მათი მთავარი მიზანი არის ერთი, სიაში რამენაირად ადგილი ჰქონდეთ შენარჩუნებული, არც მიშა აინტერესებთ ამათ, არც იმ უბრალომ ადამიანების ბედი აინტერესებთ. ეს არის ძალიან პატარა ზომის და პატარა გაქანების ადამიანები, რომლებიც ძალიან ცუდად დაამთავრებენ თავიანთ პოლიტიკურ კარიერას, - ამბობს ბაჩო დოლიძე.