პრეზიდენტის რეაქცია დაანონსებულ იმპიჩმენტზე

01.09.23 11:45
პრეზიდენტის რეაქცია დაანონსებულ იმპიჩმენტზე

პრეზიდენტის რეაქცია "ქართული ოცნების" დაანონსებულ იმპიჩმენტზე - ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგის დასრულებისთანავე სალომე ზურაბიშვილმა უცხოეთიდან "ტვიტერზე" ფოტო გამოაქვეყნა. პრეზიდენრი მატარებელში ზის, სადარაუდოდ ბრიფინგს ტელეფონით ადევნებს თვალს და იცინის. 

სალომე ზურაბიშვილი გერმანიიდან ბელგიაში მიემგზავრება. რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელს შეხვდება.

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. 

მეტიც, ღარიბაშვილ-კობახიძის გუნდი სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოშიც უჩივის.