"ოცნება" პრეზიდენტ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში უჩივის
"ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის - განცხადება რამდენიმე წუთის წინ პარტიის ოფისში ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
- საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად აუცილებელია მინიმუმ 50 დეპუტატის ხელმოწერა, საპარლამენტო უმრავლესობაში კი 84 დეპუტატია, რაც საკონსტიტუციო წარდგინების გასაკეთებლად საკმარისია.
- რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, კობახიძის გუნდს ამისთვის ხმები არ ჰყოფნის (საჭიროა 100 დეპუტატის ხმა)
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სალომე ზურაბიშვილს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ სასამართლოში უჩივლა.
ასე მოხდა 2022 წლის 7 ივნისს, როცა მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა. რამდენიმე თვეში კი ეს სარჩელი უკან გაიწვიეს.
ასევე ნახეთ: რა საფეხურების გავლა მოუწევს "ოცნებას" პრეზიდენტის დასასჯელად