ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მიშა გამოუშვან - რაქვიაშვილი
"ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მიშა გამოუშვან" - ასე აფასებს "გირჩის" დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.
როგორც რაქვიაშვილი ამბობს, ახლა "ქართული ოცნება" რამდენიმე სცენარით მუშაობს - ერთი, წინასაარჩევნოდ სურთ სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება და იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით პრეზიდენტს აიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას. რაქვიაშვილი ასევე თვლის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" იმპიჩმენტის პროცესის გააქტიურებით სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება - მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოსათხოვად.
ე.ი. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მიშა გამოუშვან, წინასაარჩევნოდ, რომ „ბუა“ ჰქონდეთ. ენმ-ს გარეშე იმპიჩმენტს ვერ გააკეთებენ, ცხადია, ამდენ ადამიანს ვერ მოისყიდიან. ასეთ კონფიგურაციაში ენმ-ს ბერკეტი უჩნდება პრეზიდენტზე - თუ მიშას არ გამოუშვებთ, დავუჭერთ იმპიჩმენტს მხარს და ამ სიტუაციაში უბრალოდ, პრეზიდენტმა შეიძლება დათმოს, „ოცნების“ გადმოსახედიდან, და შეიწყალოს მიშა იმპიჩმენტის გამო და ბოლომდე ნაცობა შეეტენება,“ - ამბობს რაქვიაშვილი.