ივანიშვილის გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს - "ოცნება" მხარდამჭერებს ოპოზიციაში ეძებს

01.09.23 13:10
ივანიშვილის გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს - "ოცნება" მხარდამჭერებს ოპოზიციაში ეძებს

რა მიზანი აქვს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, როდესაც მმართველ პარტიას საკმარისი ხმები არ აქვს - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აანონსებს, რომ "ოცნების" ეს ნაბიჯი ბევრ პროცესს გამოააშკარავებს.

მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ იმპიჩმენტის პროცესმა საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, სხვა დეპუტატების მხარდაწერაც მოიპოვოს. 

უმრავლესობას დღეს არ გააჩნია ის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება დაკავშირებული იმპიჩმენტთან და აქ, რა თქმა უნდა, იქნება ან აუცილებლობა, ერთი მხრივ, სხვა პოლიტიკური პარტიებისა, რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას ან მეორე მხრივ, გამოჩნდება, ვის რა მოტივაცია ამოძრავებს ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ასეთია მოცემულობა, ვფქირობ, მართლაც ბევრის მაჩვენებელი შეიძლება იყოს ეს პროცესი,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.