ვინ არღვევს კონსტიტუციას - ეკა გიგაური მთავრობას კონსტიტუციის 78-ე მუხლს შეახსენებს
როგორ უნდა მოქმედებდეს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ხელისუფლება და ვინ არღვევს კონსტიტუციას - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მთავრობას კონსტიტუციის 78-ე მუხლს შეახსენებს, რომლის მიხედვითაც, ყველა სტრუქტურა ვალდებულია ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შეუწყოს.
გიგაურის შეფასებით, ამ შემთხვევაში ჩანს, რომ პრეზიდენტი არის ერთადერთი, რომელიც განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, რაც შედის ქვეყნის ინტერესებში.
პრეზიდენტი არის ერთადერთი ორგანიზაცია და სახელმწიფო ორგანო, რომელიც, ფაქტობრივად, ცდილობს, რომ განსხვავებული პოლიტიკა აწარმოოს და იმოქმედოს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ჩვენ თუ შევხედავთ 78-ე მუხლს, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ ყველა უწყებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული სტრუქტურების ნაწილი, ეს არის ზუსტად, რომ როდესაც საჭირო არის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება და პრეზიდენტისთვის უფლების მიცემა, რომ წავიდეს და ამ მიმართულებით გარკვეული ქმედებები განახორციელოს, ეს თანხმობა მან უნდა მიიღოს,“ - ამბობს ეკა გიგაური.