საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს, აეროპორტში თავდასხმა მისი ორგანიზებული იყო - უგულავა

02.06.21 13:16
საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს, აეროპორტში თავდასხმა მისი ორგანიზებული იყო - უგულავა

ძიუდოისტის ცემის ფაქტზე სასამართლო პროცესის ჩანიშვნას და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის გაგრძელებას გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის შურისძიებად აფასებს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ  20 ივნისს, როდესაც საპროტესტო აქციის დარბევა დაიწყო, მან ოლიგარქს პირდაპირ ეთერში ღიად აგინა, რასაც გარკვეული დროის შემდეგ ზონდერების მხრიდან აეროპორტში მასზე თავდასხმა მოჰყვა. 

ძიუდოისტის ცემის ამბავი თავისთავად ხომ აბსურდია. იმ კაცს რომ შეხედავ მიხვდები, რომ ხელები და ფეხები ერთი ზომა აქვს, რანაირად უნდა სცემო, არ ვიცი, მაგრამ საცემი მართლა არის. აი, ამხელა აბსურდზე და უბედურებაზე და მოსყიდვაზე რომ წაჰყვა ხელისუფლებას. ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული და დავალებული პირადად ივანიშვილის მხრიდან. მე არ მიყვარს ხოლმე გაბუქვა, მაგრამ ამ შემთხვევაში პირადად ივანიშვილია იმიტომ, რომ საქმე ეხება 20 ივნისის გაგრძელებას. 20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა, თუ ათქმევინეს შეთანხმებაზე, თუ მოლაპარაკებაზე და დაგვიშინეს ცეცხლი, მაგის მერე მე საჯაროდ, ყველა ეთერში ვაგინე დედა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი ფორმა და დამოკიდებულება მისი მისამართით. ჩვენ ვიცით, ასეთ შეურაცხყოფებზე როგორ რეაგირებს ეს ძვირფასი ოჯახი. ამის შედეგი იყო სწორედ ის თავდასხმა აეროპორტში აი, ამ ზონდერების მხრიდან, - ამბობს უგულავა.

ძიუდოისტის ცემის საქმეზე გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 3 ივნისს 11 საათზე ჩაინიშნა.