ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში აღარ იძებნება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში აღარ იძებნება.
Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით ივანიშვილის ქონება $5.5 მილიარდად იყო შეფასებული.
ცნობისთვის, ექსპრემიერმა ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებდა, რომ ის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა და აქტივების უმრავლესობის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცემდა.