ანრი ოხანაშვილი ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს კონსტიტუციის წაკითხვას ურჩევს

01.09.23 17:43
ანრი ოხანაშვილი ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს კონსტიტუციის წაკითხვას ურჩევს

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის". მმართველი გუნდის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს კონსტიტუციის წაკითხვას ურჩევს.

ოხანაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადება, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გამოხმაურება.

ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის უზენაეს კანონს ისევე, როგორც ჩვენ ვცემთ ევროპელი კოლეგების და მათი ქვეყნების უზენაეს კანონს. დამისახელეთ რომელიმე ევროპული, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პრეზიდენტის მხრიდან ხდება კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, დაასახელონ ამ ადამიანებმა, ვინც ასე უხეშად საუბრობს და ცდილობს ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის შიდა საკითხში, დაასახელონ როგორ იქცევიან და იქ როგორ ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ასევე თუკი ასეთი რამ მოხდება, დაცული უნდა იყოს თუ არა მათი კონსტიტუცია.

ქალბატონი გრიგოროვა არ არის მხოლოდ ჩვენი პარტნიორი, ის აკეთებს განცხადებებს, რომელიც არ შეეფერება პარტნიორობას და ქვეყნის მიმართ გულშემატკივრობას, მითუმეტეს, არც ჩვენი ხალხისადმი გულშემატკივრობას. ჩვენ გვყავს ბევრი ნამდვილი გულშემატკივარი, პარტნიორი, რომელიც მხარს უჭერენ ქვეყნის, ხელისუფლების, ხალხის მთლიანად ევროინტეგრაციას, მაგრამ არა ისეთი განცხადებებით, რომელსაც გრეგოროვა აკეთებს,“- განაცხადა ოხანაშვილმა.