ნინო გიორგობიანი შსს-დან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს

10.03.21 14:47
ნინო გიორგობიანი შსს-დან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა. ამ დრომდე გიორგობიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობამდე, ნინო გიორგობიანს აქტიურ ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურში - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.