საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-სგან - კელი დეგნანი

02.06.21 14:33
საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-სგან - კელი დეგნანი

სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში დღეს ჩამოვლენ. სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით, აშს-ს ელჩი კელი დეგნანის თქმით, ვიზიტის მთავარი გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს.

ამ ვიზიტის მთავარი გზავნილი არის ის, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ მრავალწლიანი თანამსრომლობა გვაკავშირებს. საქართველოს მუშაობს დემოკრატიის განვითარებაზე. ბოლო პერიოდში პანდემიის გამო ვერ ჩამოდიოდნენ ჩვენი პარტნიორები საქართველოში. ახლა მათთვის ძალიან საინტერესოა გაეცნონ, ქვეყანაში არსებულ ვითარებას. საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და ეს კარგად ჩანს დელეგაციის შემადგენლობაში. ისინი შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციასბ და მრავალ საკითხს განიხილავენ, მათ შორის ოკუპაციასაც", - ამბობს კელი დეგნანი.