რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის შთაბეჭდილებას ტოვებს - კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

03.09.23 15:49
რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის შთაბეჭდილებას ტოვებს - კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის შთაბეჭდილებას ტოვებს, - ას აფასებს გავლენიანი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ოცნების" მიერ დაწყებულ რპეზიდენტის იმპიჩმენტს. ევროდეპუტატმა ამის შესახებ სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩასვლისას ისაუბრა. კრამონს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ბევრი სხვა უფრო წმვავე პრობლემაა მოსაგვარებელი. 

ჩემთვის ეს ყველაფერი ქვეყნის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ბევრი მწვავე პრობლემა აქვს ქვეყანას, რომელსაც ყურადღება და მიხედვა სჭირდება, - განაცხადა კრამონმა.