"ზურაბიშვილი ანტიეროვნულ განცხადებებს აკეთებს" - ინჯია პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს
ფრიდონ ინჯია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით აგორებულ კამპანიას ოთხ კაციანი შემადგენლობით შეუერთდება. დეპუტატი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი ანტეროვნულ განცხადებებს აკეთებს და ასევე მოქმედებს.
მხარს დავუჭერთ. დღევანდელი პრზიდენტი ანტიეროვნულ განცხადებებზე და მოქმედებებზეა დაყრდნობილი და ასრულებს დავალებებს სხვა ქვეყნის, - ამბობს ინჯია.
დეპუტატი ვერ პასუხობს კითხვას, კონსტიტუციის რომელი მუხლი დაარღვია პრეზიდენტმა, რის გამოც მას ხელისუფლება იმპიჩმენტიით ემუქრება. ინჯია ამბობს, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია მრავალჯერ დაარღვია.
კონსტიტუცია პრეზიდენტმა მრავალჯერ დაარღვია. ადრე უნდა გაკეთებინა მმართველ პარტიას, მაგრამ ეგონათ, რომ მოვიდოდა გონს, - ამბობს ინჯია.