რუსული ოცნების ბინძურ თამაშებში არ ჩავერთვებით - ხაბეიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

03.09.23 17:22
რუსული ოცნების ბინძურ თამაშებში არ ჩავერთვებით - ხაბეიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

'ნაციონალური მოზრაობა" პრეზიდენტის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის თავმდჯომარემ ისაუბრა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, "ოცნება" ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვას ცდილობს, რომლებიც ენმ-თვის პრიორიტეტულია. 

ეს არის რუსული პარტიის და ბიძინა ივანიშვილის ბინძური თამაშები, რომელშიც ჩვენ ჩართვას არ ვაპირებთ. ჩევნ საერთოდ არ გვაინტერესებს ეს საკითხი და ენმ-თვის ეს საკითხი არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ, საზოგადოებას, პასუხები გვაქვს მისაღები შოვთან დაკავშირებით, რუსული პარტია ცდილობს, აი, ასეთი თემებით, რომელიც არ არის ჩვენი ხალხისთვის საინტეერსო და აქტუალური, რაღაცნაირად მოახერხოს და გადაფაროს ეს თემები, - ამბობს ხაბეიშვილი.