თანამდებობიდან გასაგდები ხართ - კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

02.06.21 15:36
თანამდებობიდან გასაგდები ხართ - კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ამჯერად ერთმანეთს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ,,ლელოს" ლიდერი დაუპირისპირდნენ.

კობა გვენეტაძემ მამუკა ხაზარაძე ინტერესთა კონფლიქტის დარღვევაში დაადანაშაულა, ხაზარაძემ კი სებ-ის პრეზიდენტი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ამხილა. 

ინტერესთა კონფლიქტი, თქვენ არ იცით, რა არი. ინტერესთა კონფლიქტი თქვენ გქონდათ ბანკის ტრანზაქციებზეც და ახლაც ინტერესთა კონფლიქტი გაქვთ, ბატონო მამუკა - მიმართა კობა გვენეტაძემ ,,ლელოს" ლიდერს.

მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.

თქვენ შეასრულეთ პოლიტიკური დავალება და პოლიტიკური დევნის ნაწილი გახდით ჩემსა და ბადრის (ჯაფარიძის) წინაშე.  ახლა პასუხიმგებელი ხართ, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომ არ გამოხვედით და საჯაროდ არ თქვით  ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს თქვენივე დეპარტამენტის მიერ შემოწმებული დოკუმენტებით... რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და თქვენივე შემოწმება ამას ადასტურებს. თქვენივე თანამშრომლებმა პროკურატურაში დაადასტურეს, რომ გათეთრება არ ყოფილა, ამიტომ უნდა გითხრათ, თქვენ შეეხეთ ამ თემას და ამის გამო ხართ გასაგდები ამ თანამდებობიდან, რადგან თქვენ დაფარეთ ეს ინფორმაცია და 12 წლიან საქმეზე გაგვიშვით. თქვენ ხართ ,,ოცნების", პროკურატურისა და გახარიას ნაწილი. 

თქვენ, გვენეტაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხართ თუ არა პასუხისმგებელი იმ სავალალო შედეგებზე, რაც ჩვენ ეკონომიკას აქვს ფასების თვალსაზრისით, ლარის კურსის გავარდნით, ინფლაციის თვალსაზრისით და ბიზნესისთვის კაპიტალის ბაზრის მოკვლით. ხარ თუ არა ამაზე პასუხისმგებელი და თუ ამაზე პასუხისმგებელი არ ხართ, მაშინ ჩვენ პასუხისმგებლიანმა ხალხმა უნდა გითხრათ - მიბრძანდით ოფისიდან - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

პარლამენტში დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკასა და საპენსიო სესხებზე მსჯელობდნენ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები