"ოცნების" მიზანია მედვედევის და პუტინის გულის მოგება - მანჯგალაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

03.09.23 17:35
"ოცნების" მიზანია მედვედევის და პუტინის გულის მოგება - მანჯგალაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის იმპიჩმენტით რუსეთის გულის მოგებას ცდილობს. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნება" ახლა ცდილობს, პუტინს აჩვენოს, რომ ზურაბიშვილი მათ ხელისუფლებას არ წარმოადგენს. 

„ქართული ოცნება“ იფარებს კონსტიტუციას თითქოს დიდი სახელმწიფოებრიობის დამცველები არიან, სინამდვილეში, მათი მიზანი არის მედვედევის, პუტინის გულის მოგება. უთხრან, რომ ეს ქალბატონი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის გაქცეული, გაპარლი ჩვენგან სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს, რუსულ ჭაობში ჩაყვეს „ოცნებას“, - ამბობს მანჯგალაძე.