ანგარიშსწორება მუშტებით და გინებით - "ოცნებამ" ენმ-ს დასასჯელად ქუჩაში ისევ პარტაქტივი გაიყვანა

03.09.23 20:02
ანგარიშსწორება მუშტებით და გინებით - "ოცნებამ" ენმ-ს დასასჯელად ქუჩაში ისევ პარტაქტივი გაიყვანა

 

 

ანგარიშსწორება მუშტებით და გინებით, ძველი ხელწერით და ახალი შემადგენლობით -  "ქართულმა ოცნებამ"  "ნაციონალური მოძრაობის" დასასჯელად ქუჩაში ისევ პარტაქტივი გიაყვანა. ჩოხატაურში ჩასულ ოპოზიციას გზა მოძალადეებად გადაქცუელმა გურულმა საჯარო მოხელეებმა გადაუჭრეს. ერთ კაცს ოთხი ურტყამდა. ქალებს შეურაცხყოფას უშვერი სიტყვებით აყენებდნენ. ამ ყველაფერს უყურებდა პოლიცია, თუმცა თავდამსხმელებს არათუ ვინმე აკავებდა, არამედ ადგილიდანაც კი არავინ გაჰყავდათ.

მომხდარიდან უკვე ცხრა საათი გავიდა, თუმცა ამ დრომდე არცერთი მოძალადე დაკითხვაზეც კი არავის დაუბარებია, რომ არაფერი ვთქვათ, დაკავებაზე. არადა, ყველა აგრესიულად განწყობილი საჯარო მოხელე იდენტიფიცირებულია. სატელევიზიო კადრებში კარგად ჩანს ყველა, ვინც ჩოხატაურის ბაზართან საინფორმაციო ბროშურების დასარიგებლად მისულ პოლიტიკოსებს ფიზიკურად უსწორდებოდა.

ამ დრომდე ყურდღების ცენტრშია ჩოხატაურის მთავარი სამმართველო, სადაც პოლიცია, ლამის  მთელი გურიიდან გადაისროლეს. გამოკითხვიდან ცოტა ხნის წინ "ოცნების" მხარდამჭერების მიერ ნაცემი დავით მჟავანაძე გამოვიდა.

ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას რეპორტაჟში.