ჩოხატაურში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული

04.09.23 01:08
ჩოხატაურში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული

"ტვ პირველის" ინფორმაციით, გუშინ დილით, ჩოხატაურში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული. 

 "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულთა შორისაა ვასილ ჩიგოგიძის გარემოცვის წევრი ლაშა გიორგაძეც.

გამოძიება გრძელდება და არაა გამორიცხული დაკავებულთა წრე გაიზარდოს. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.