პრეზიდენტის იმპიჩმენტი ბრძნული გადაწყვეტილება არ არის - კრამერი "ოცნებას" აკრიტიკებს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი "ოცნებას" პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყეტილების გამო აკრიტიკებს. კრამერი მიიჩნევს, რომ საქართელოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ბრძნული არ არის. მისი თქმით, "ოცნების" გადაწვეტილება კანდიატის სტატუსის მიღებას ძირს უთხრის.
საქართველოს პრეზიდენტი მოგზაურობს ევროპაში, რადგან საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს მთავრობა კი, რომელიც აკონტროლებს პარლამენტს, ცდილობს მას იმპიჩმენტი მოუწყოს. ჩემთვის აქ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას უნდა ძირი გამოუთხაროს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს და ევროკავშირის წევრობას. ჩემი აზრით, იმპიჩმენტი არ არის ბრძნული გადაწყვეტილება. მე მახსენდება 2 შემთხვევა, როცა შეერთებულო შტატებში პრეზიდენტს გამოვუცხადეთ იმპიჩმენტი. იმპიჩმენტის პროცესი არის ისეთი რამ, რომელიც ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს, ეს საქართველოს არ დაეხმარება მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - განაცხადა კრამერმა.