ჯორჯ ბუშის გზავნილი საქართველოს: კითხვები რჩება საქართველოს მთავრობის ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ

04.09.23 11:13
ჯორჯ ბუშის გზავნილი საქართველოს: კითხვები რჩება საქართველოს მთავრობის ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ

პუტინიზმის დამარცხების საერთაშორისო კონფერენცია ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის წერილით გაიხსნა. ამერიკის იმ პრეზიდენტის გზავნილით. საუბარია ჯორჯ ბუშზე, რომელმაც წლების წინ თბილისში ვიზიტის დროს საქართველოს დემოკრატიის შუქურა უწოდა.

საქართველოს მთავრობის ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ეჭვები გააჩნია. მისთვის მძიმე მოსასმენია ამბები მიხეილ სააკშვილზეც.

წერილი ბუშის ინსტიტუტის მარალჩინოსანმა დევიდ კრამერმა წაიკითხა.

მე ამაყი ვარ რომ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის პარტნიორია კიდევ ერთხელ. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისევ უკრაინა რჩება. ამ ომის შედეგს უზარმაზარი გავლენა აქვს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. 
უკრაინის გამარჯვება აჩვენებს დემოკრატიული ძალების გამარჯვებას, იმ ხალხის ძალას, ვისაც თავისუფლება უნდა. უკრაინის გამარჯვება შესაძლებელს გახდის, რომ დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე პუტინის შემოჭრიდან 15 წლის შემდეგ.  ქართველი ხალხი მტკიცედ რჩება მსურველი, რომ ტრანსატლანტიკური დემოკრატიის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში. 
სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. როგორც წინა წელსაც განვაცხადე, საქართველო იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ჩემს გონებაში. თქვენ თავდადებული მეგობარი გყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ კითხვები ისევ რჩება საქართველოს მთავრობის ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. მე გულს მტკენს თქვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკურნალობის დანახვა ციხეში. მე მას ვიცნობდი. ბევრს აწუხებს თქვენს ქვეყანაში რუსული გავლენები და ხელისუფლების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. 
ახლა ყველას ერთად გაერთიანების დროა, - წერს ბუში. 

საქართველოს დედაქალაქი ევროპარლამენტარებსა და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს მასპინძლობს. თბილისში ჩამოსული დიპლომატები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპული მომავალისთვის ძირის გამოთხრით არის დაკავებული. 

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ყოველწლიურად იმართება.