"თანხვედრაშია რუსეთის ინტერესებთან" - ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

04.09.23 11:55
"თანხვედრაშია რუსეთის ინტერესებთან" - ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას "ოცნების" ავანტიურას უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ინტერესებთან სრულ თახნვედრაშია, რადგან სალომე ზურაბიშვილის ქმედებებით მოსკოვი უკმაყოფილოა. 

"ქართული ოცნების" მიერ წამოწყებული ეს ავანტიურა, რომელსაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, სრულ თანხვედრაშია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან. რამდენადაც ცნობილია, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან უარყოფითად არიან განწყობილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებებისადმი, მისი ძალისხმევისადმი, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს უნიკალური შანსი და მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ამიტომ ეს ნაბიჯი, რომელიც გადადგა "ქართულმა ოცნებამ", არის სრულ თანხვედრაში რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.