თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება - რა გაზავნილებით ჩამოვიდნენ უცხოელი მაღალჩინოსნები

04.09.23 11:24
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება - რა გაზავნილებით ჩამოვიდნენ უცხოელი მაღალჩინოსნები

თბილისში "პუტინიზმის დამარცხების" საერთაშორისო კონფერენცია იმართება. საქართველოს დედაქალაქი ევროპარლამენტარებსა და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს მასპინძლობს. თბილისში ჩამოსული დიპლომატები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპული მომავალისთვის ძირის გამოთხრით არის დაკავებული. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ  საქართველოს მომავალი არც ისე ნათელ ფერებში ესახებათ. 

მაღალჩინოსნები ასევე ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წლების განმავლობაში მოწინავე პოზიციაზე იყო, უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ახლა ამ ქვეყნებს ჩამორჩება. მათი თქმით, საქართველოს დღეს ბევრი აქვს დასამტკიცებელი.

საქართველო ითვლებოდა ერთერთი წარმატებულ ქვეყნად რომელიც ატარებდა წარმატებულ რეფორმებს,  თუმცა ბოლო წლებში ქვეყნის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზარალდა. შედეგად კი გასულ წელს უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს მოწვევა წევრობაზე საქართველომ კი ვერა. საქართველს აქვს დაუსრულებელი საქმე იქამდე, სანამ სტატუს მიიღებს. საქართველოში ძალიან კონკურენტული პოლიტიკური ცხოვრებაა, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს პატივისცემით არ უყურებენ. ამის მიღმა ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციული ძალაუფლების უხეშად გამოყენება ოპოზიციის წინააღმდეგ, და ეს არა რის დემოკრატიული ნაბიჯი, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი ჯონ ჰერბსტი. 

დიპლომატები ასევე ომში უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობაზე საუბრობენ. მათი თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად საქართელომ საკმარისი არ გააკეთა. 

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ყოველწლიურად იმართება.  კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.