ყურადღების ცენტრში როსტომ მეფის სასახლეა - "ოცნება" პრეზიდენტის იმმპიჩმენტს იწყებს

04.09.23 11:50
ყურადღების ცენტრში როსტომ მეფის სასახლეა - "ოცნება" პრეზიდენტის იმმპიჩმენტს იწყებს

ყურადღების ცენტრში როსტომ მეფის სასახლეა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი იწყება. "ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული.  დღევანდელ შეკრებაზე უნდა გაირკვეს, ვინ დაუჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდაან გადაყენებას.

დღეს "პირველებმა" მმართველი გუნდის წევრს დაუსვა კითხვა, არის თუ არა მისთვის ზურაბიშვილი ცუდი პრეზიდენტი, რაზეც დდეპუტატს პასუხის გაცემა გაუჭირდა. ამის მიუხედავად, წილოსანი ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტია იმპიჩმენტთან დაკავშირეით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. 

პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აშკარაა ისეთი ქმედებები, რომელიც კონსტიტუციას უხეშად არღვევს. მათ შორის ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით იყო პირველი განცხადება გაკეთებული და ახლა უკვე საგარეო პოლიტიკაში მისი მხრიდან ასეთი უხეში ჩარევა, რა თქმა უნდა ეს პროცესი სწორია, რომ დაიწყო მმართველმა გუნდმა. ცუდი პრეზიდენტია თუ არა მას შეაფასებს მისი ამომრჩეველი, მე ერთი, როგორც ამომრჩეველი ვთვლი, რომ მისი განსაკუთრებული ბოლო დროინდელი ქმედებები რა თქმა უნდა არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს", - ამბობს ნინო წილოსანი.