"ოცნება" ხელისუფლების შენარჩუნბას ძალადობრივი გზით ცდილობს, ამაზე აქვთ გათვლა - ბარამიძე

04.09.23 12:23
"ოცნება" ხელისუფლების შენარჩუნბას ძალადობრივი გზით ცდილობს, ამაზე აქვთ გათვლა - ბარამიძე

ენმ-ს წერვი გია ბარამიძე ჩოხატაურში ენმ-ს წევრებზე ძალადობის ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ხელისუფლება ამ ფორმით ახლა წინასაარჩევნოდ ემზადება. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნება" ხელისუფლების შენარჩუნებას ძალადობრივი გზით ცდილობს, თუმცა ამის არავის ეშინია. 

ერთადერთი, რაზეც აქვთ გათვლა, ეს არის ძალადობა, ეს არის კრიმინალებთან შეკრული თავდასხმები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე, ეს არის პროკურატურის, რომელიც ჯიბის პროკურატურაა, გამოყენება, პოლიციის, ჯიბის სასამართლოსი და სახელისუფლებო სტრუქტურების ზონდერ ჯგუფების, პირდაპირ ქურდული სამყაროს იმისთვის, რომ რამენაირად ხელისუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, ჯერ ერთი, რომ არავის არ ეშინია მათი, ყოველ შემთხვევაში, იმ ძალებს, რომელსაც პოლიტიკაში პრეტენზია აქვს რამეზე და უპირველეს ყოვლისა, ენმ-ზე შემიძილა ეს ვთქვა, არავის ეშინია მათი, აუცილებლად გაგრძელდება ეს ბრძოლა, - ამბობს გია ბარამიძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ოცნების" პარტაქტივმა ჩოხატაურში ენმ-სწევრები სცემა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ისინი ნოდარ დუმბაძის სკვერსი გასხვისებას აპროტესტებდნენ და სპეციალურ ბუკლეტებს არიგებდნენ.