მძიმე თვეები გველოდება არჩევნებამდე, რადგან რუსეთის მოკავშირეები პოზიციებს მარტივად არ დათმობენ - სამადაშვილი

04.09.23 12:31
მძიმე თვეები გველოდება არჩევნებამდე, რადგან რუსეთის მოკავშირეები პოზიციებს მარტივად არ დათმობენ - სამადაშვილი

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ "ოცნება" წინსაარჩევნოდ ძალადობის კამპანიას ახორციელებს, რაც გუშინ ჩოხატაურში მომხდარმა ფაქტმაც ცხადყო. ოპოზიციის წერის თქმით, წინ მძიმე თვეებია, რადგან რუსეთი და მათი მოკავსირეები პოზიციებს მარტივად არ დათმობენ.

რუსულმა ოცნებამ იცის, რომ შემდეგ არჩევნებზე რუსეთი და მათი მოკავშირეები ჩვენს ქვეყანაში არიან განწირული მარცხისთვის. სწორედ ამის გამოძახილია ძალადობის კამპანია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ჩვენ წინ გველოდება ძალიან მძიმე თვეები შემდეგ არჩევნებამდე, იმიტომ, რომ ცხადია, რუსეთი და მათი მოკავშირეები მარტივად პოზიციების დათმობას ჩვენს ქვეყანაში არ აპირებენ, - ამბობს სამადაშვილი.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ოცნების" პარტაქტივმა ჩოხატაურში ენმ-სწევრები სცემა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ისინი ნოდარ დუმბაძის სკვერსი გასხვისებას აპროტესტებდნენ და სპეციალურ ბუკლეტებს არიგებდნენ.