სოფელ ლეღვაში მერის წარმომადგენელმა მაღაზიაში გამყიდველი ქალი სცემა

04.09.23 12:36
სოფელ ლეღვაში მერის წარმომადგენელმა მაღაზიაში გამყიდველი ქალი სცემა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, მერის წარმომადგენელმა ჯაბა სტამბოლიშვილმა, მაღაზიაში გამყიდველი ქალი სცემა.

ირკვევა, რომ ცემის ფაქტზე მერის წარმომადგენელი დაკავებული იყო, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. "ბათუმელების" ინფორმაციით, შემთხვევა პირველ სექტემბერს მოხდა.

ქალის ცემის გამო იყო დაკავებული და  ამ დროისთვის გათავისუფლებულია გირაოს სანაცვლოდ. სავარაუდოდ, მერის წარმომადგენელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

ამ დროისთვის ჯაბა სტამბოლიშვილი მერის წარმომადგენლის პოსტიდანაც გათავისუფლებულია“, – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.

 ქობულეთის მერის წარმომადგენლის მიერ თანასოფლელი ქალის ცემის ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად TV25.GE-მ გაავრცელა. 

გამოცემა წერს, რომ საჯარო მოხელე სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

დაზარალებული მედიასთან არ საუბრობს, "ამ თემაზე საუბარი არ მსურს" - უთხრა ქალმა TV25-ს.