ბევრი მოსულა და უთქვამს - მზად ვარ, დავტოვო სამხედრო სამსახური - ვარლამ გოლეთიანი

02.06.21 15:33
ბევრი მოსულა და უთქვამს - მზად ვარ, დავტოვო სამხედრო სამსახური - ვარლამ გოლეთიანი

სოლიდარობა რიონის მცველებს - ჯარისკაცის მიერ თავდაცვის ძალების დატოვების ფაქტს ნამაჰვანჰესის მოწინააღმდეგეთა რეაქცია უკვე მოჰყვა. 

ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათთან ხშირად მოდიან მაღალჩინოსნები და მათ მხარდაჭერას უცხადებენ: 

მოსულან ადამიანები, რომლებიც არიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში, არ ვგულისხმობ წვევამდელებს, ვგულისხმობ ხელფასიან ადამიანებს, მათ უთქვამთ, რომ თუ საჭირო გახდება, ისინი წამოვლენ, დატოვებენ სამსახურს და დადგებიან სიმართლის მხარეს"- აცხადებს ვარლამ გოლეთიანი. 

რიონის კიდევ ერთი მცველი, მარიტა მუსელიანი, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორები არავის მოუწოდებენ, ფორმა გაიხადონ. 

ფორმის გახდის მისალმება ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია, მოვუწოდოთ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, გაიხადონ ფორმა და დატოვონ სამსახური.  რასაკვირველია, ადამიანებს ყველა ადგილზე აქვთ პროტესტის გრძნობა. პოლიციელს რაც შეეხება, ისიც ამ სიტუაციის მსხვერპლია. ხელშეკრულების შესრულება უწევს სახელმწიფოს და ამაში იყენებს საპოლიციო ძალებს"- ამბობს მუსელიანი. 

პროტესტი ჯარში -შეიარაღებული ძალები  ჯარისკაცმა დატოვა.

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო  შეირაღებული ძალები“ - ეს სტატუსი ნიკოლოზ კვაჭიანმა  ცოტა ხნის წინ  სოციალურ ქსელში გამოქვეყნა.

 სამხედრო მოსამსახურე წერს, რომ ამ გადაწყვტილებით სოლიდარობას სამშობლოს და რიონის ხეობის მცველებს უცხადებს. იმის დასადასტურებლად, რომ მამაკაცი ნამდვილად შეირაღებულ ძალებში მსახურობს, კვანჭიანი პოლიგონზე გადაღებულ ფოტოებსა და სერთიფიკატებს ასაჯაროვებს. თავდაცვის უწყებაში მომხდარზე განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. 

მსგავსი სიახლეები