თქვენ კვებავთ ვეფხვს, ძალიან ახლოს ხართ ბელარუსთან - ჟიგიმანტას პავილინიუსი "ოცნებას"

04.09.23 13:11
თქვენ კვებავთ ვეფხვს, ძალიან ახლოს ხართ ბელარუსთან - ჟიგიმანტას პავილინიუსი "ოცნებას"

ლიეტუველი პოლიტიკოსი ჟიგიმანტას პავილენსი მიიჩნევს, რომ საქართელოში ბოლო 2 წელიწადში რუსული გვალენები "შოკისმომგვრელად" გაიზარდა. პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ საქართელოს ხელისუფლების ნაბიჯები ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ალიანსშია. მისი თქმით, რუსეთისთვის კარის ფართოდ გაღება, მათ შორის, რუსი ტურისტების შემოშვება, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, საფრთხის შემცველია. 

პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოს ბელარუსს სულ უფრო  ემსგავსება, რომელიც რუსეთის მიერ, ფაქტობრივად, ოკუპირებულია. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში მე ვხედავ რუსეთის გავლენების შოკისმომგვრელად ზრდას საქართველოში. ლიოტუვაში ამბობენ, თუ ამ დოზით რუსული გავლენა შემოიჭრება ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ დავკარგავთ დამოუკიდებლობას. ჩვენ ომის დაწყებიდანვე მალევე დავკეტეთ საზღვარი რუსი ტურისტებისთვის. რატომ უნდა ვკვებოთ რუსეთის მოქალაქეები ომის პერიოდში?  ჩვენ არასდროს ჩავდებთ ქვეყანაში რუსულ ინვესტიციას. იმ დროს, როცა შესაძლოა, პუტინმა ნებისმიერ დროს დაიცვას მისი მოქალაქეების უფლება საქართველოში... ეს იგივია, მისცე უფლება შენ მტერს შემოვიდეს შენს სახლში.  თქვენ კვებავთ ვეფხვს!  იმის ნაცვლად, რომ გააგდოთ თქვენი ტერიტორიიდან .... თქვენ ძალიან ახლოს ხართ ბელორუსიასთან.  ლუკაშენკოც მუხლს იდრეკდა პურინის წინაშე და ამბობდა, რომ მე ვარ სუვერენიტეტის გარანტორი, დღეს კი ბელორუსია არის ოკუპირებული ქვეყანა. გინდათ ბელორუსიად გადაიქცეთ ? მართლა? თქვენ ევროკავშირზე და ნატოს გზაზე ჩემპიონები იყავით, ახლა კი ფსკერზე ხართ. დღეს საქართველო ევროკავშირს და შტატების ნომერ პირველ მტრებთან დგას გვერდით რუსეთთან და ჩინეთთან., - განაცხადა პავილიუსმა.