საქართველოში დემოკრატია უკან-უკან მიდის, პროგრესს ვერ ვხედავთ - ლინას ლინკევიჩუსი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიის პროცესი უკან-უკან მიდის. ამის შესახებ მან "პირველებთან" ინტერვიუშ ისაუბრა. მაღალჩონოსნის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ევროკავშირთან არათავსებადია.
ლინკევიჩუსი ასევე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენება ქვეყნის მომავალს დააზიანებს.
თუ საქართველოს მთავრობას უნდა ევროკავშირის წევრობა, ისინი უნდა დაემორჩილონ წესებს და პრინციპებს. ერთ-ერთი პრინციპი, ეს არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოება. ეს საქართველოში არ ხდება და ძალიან სამწუხაროა. საქართველოში დემოკრატია არ უმჯობესდება, ყველაფერი უკან-უკან მიდის. ჩვენ ვერ ვხედავთ პროგრესს. ამავდროულად, ვვარაუდობ, რომ უმჯობესი იქნება, მივანიჭოთ საქართველოს სტაუსი, მაგრამ არა მათი მიღწევების გამო და არც 12 რეკომენდაცისს შესრულების გამო, რომელიც, რეალურად, არ სრულდება. თუ შევხედავთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს მიეღოთ უცხოელი აგენტების კანონი, აღადგინეს ფრენები რუსეთთან, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა ვნახოთ ევროკავშირში. სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის უწევდა ადვოკატირებას საქართველოს ევროპულ მომავალს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი საქართველოს მომავალს დააზიანებს, - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.