ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს "ოცნების" პოლიტიკურ მომავალს - არჩევნებს შტატები გამადიდებელი შუშით დააკვირდება

04.09.23 13:50
ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს "ოცნების" პოლიტიკურ მომავალს - არჩევნებს შტატები გამადიდებელი შუშით დააკვირდება

ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს "ოცნების" პოლიტიკურ მომავალს - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი,  აანონსებს, რომ 2024- წლის საპარლამენტო არჩევნებს შტატები გამადიდებელი შუშით დააკვირდება. 

 თბილისში ჩამოსულმა დევიდ კრამერმა, პირდაპირ თქვა, რომ  2024 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება. 

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება ძლიერი მცდელობა, მათ შორის აშშ-ის ორგანიზაციები უზრუნველყოფენ გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს, ასე რომ შევძლებთ იმის შეფასებას, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია, ისევე როგორც არჩევნების დღე. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან დიდი ყურადღების შედეგად ჩვენ ვნახავთ სამართლიან არჩევნებს, მაგრამ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რთული ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, 2011-ში და 2012-ში ჩვენ ვნახეთ ერთი პარტიის მიერ მეორისთვის ძალაუფლების გადაცემა. მას შემდეგ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია.

არჩევნების შემდეგ ვნახავთ, დარჩებიან თუ არა ისინი ხელისუფლებაში. ეს დამოკიდებულია ქართველ ამომრჩეველზე.

არ მინდა არჩევნების წინასწარ, მის ჩატარებამდე განსჯა, მაგრამ ყველა პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ პირებს ეკისრებათ, ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა და გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს" - თქვა კრამონმა.