რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტს ბოლომდე მიიყვანს - როგორ ტარდება არჩევნები

04.09.23 13:12
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტს ბოლომდე მიიყვანს - როგორ ტარდება არჩევნები

რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები - "ქართული ოცნება" იმპიჩმენტის პროცესს ბოლომდე მიიყვანს თუ თავად გადადგება სალომე ზურაბიშვილი? კონსტიტუციონალისტები რამდენიმე სცენარზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას ახალი პრეზიდენტის არჩევა მოუწევს, ეს ძველი მეთოდით არ მოხდება, ანუ ახალ პრეზიდენტს ხალხი არ აირჩევს.

კოტე ჩოკორაიას განმარტებით, ცვლილებების შემდეგ ახალ პრეზიდენტს კოლეგია აირჩევს, რომელიც 300 წევრისგან შედგება და თუ ეს არჩევნები ახლა ჩატარდება, მაშინ "ქართული ოცნება" მისთვის სასურველ კანდიდატს აირჩევს.

კონსტიტუცია ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს ახალი პრეზიდენტის არჩევა - 45 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს ახალი პრეზიდენტის არჩევა და ეს მოხდება ახალი წესით, მოსახლეობა ვეღარ აირჩევს პრეზიდენტს, მას კოლეგიის 300 წევრი აირჩევს, სადაც შედიან პარლამენტის წევრები, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ცალსახაა და გასაგებია ამ პოლიტიკური კონფიგურაციის გათვალისწინებით, რომ მომავალ პრეზიდენტსაც აირჩევს ის ჯგუფი, რომელშიც ქართულ ოცნებას ჰყავს უმრავლესობა და შესაბამისად, სასურველ ადამიანს აირჩევს საქართველოს პრეზიდენტად,“ - ამბობს ჩოკორაია.